''ნაციონალური მოძრაობის'' პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ვანო მერაბიშვილთან შესახვედრად #9 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მივიდა. როგორც ცნობილია, ნიკა მელიასა და ვანო მერაბიშვილის შეხვედრის მთავარი თემა მერაბიშვილის მიერ პარტიის გენერალურ მდივნობასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებაა. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლამდე ნიკა მელიას კომენტარი არ გაუკეთებია.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            