შექმნილი რეალობის გათვალისწინებით, მზად ვართ უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთს არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე.
„ჩვენ კვლავინდებურად ღია ვართ მოლაპარაკებისთვის, მასზე უარი არასდროს გვითქვამს. მზად ვართ მათ გასამართად, ცხადია, არსებული რეალობის გათვალისწინებით, რომელიც ამ მომენტისთვის იქმნება“, – აღნიშნა მარია ზახაროვამ.