მოსახლეობა გვარა-ხუცუბნის გზის რეაბილიტაციას ითხოვს

08 ნოემბერი 2022, 11:26 606 ნახვა

ამორტიზებული და საფრთხის შემცველი გვარა-ხუცუბნის სოფლის შიდა საავტომობილო გზა, რომლის რეაბილიტაციას ერთი წელია მოსახლეობა უშედეგოდ ითხოვს. როგორც სოფელში მცხოვრებლები ამბობენ, ყოველი უხვი ნალექის დროს გზაზე ბზარები მატულობს, სადაც მცოცავი მიწის გრუნტის გამო მუდმივი მეწყრული კერები ვითარდება.

ადგილობრივები, საავტომობილო ხიდის მშენებლობას ან გზაზე საყრდენი ჯებირის მოწყობას ითხოვენ. მოსახლეობის თქმით, ადგილზე ვერც სასწრაფო მანქანა ადის და ფეხით გადაადგილებაც შეუძლებელია. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას და პრობლემის დროულ მოგვარებას სთხოვენ. როგორც აჭარის საავტომობილო გზებში ამბობენ, დაზიანებული მონაკვეთის შევსება მუდმივად მიმდინარეობს ინერტული მასალით.

რაც შეეხება ღრმა გეოლოგიურ კვლევის ჩატარებას, უახლოეს პერიოდში დაიგეგმება და მიღებული შედეგების შემდეგ გადაწყდება ხელოვნური ნაგებობის მოწყობა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში