ქობულეთის "შუქურამ" ეროვნული ლიგის საგზური მოიპოვა

06 ნოემბერი 2022, 19:54 1206 ნახვა

ერთწლიანი პაუზის შემდეგ ქობულეთის "შუქურა" ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა.

რევაზ გოცირიძის გაწვრთნილმა გუნდმა ელიტაში დაბრუნება  ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე მოახერხა.

ეროვნული ლიგა 2-ის 29-ე ტურის შეხვედრაში "შუქურამ" გასვლაზე თბილისში "სპაერთან" ფრედ 0-0 ითამაშა.

ქობულეთური გუნდი ამ დროისთვის 54 ქულას აგროვებს და მეორე ადგილზე მყოფ "სპაერს" 12 ქულით უსწრებს.
მომდევნო ტურში "შუქურა" 13 ნოემბერს "სამტრედიას" უმასპინძლებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში