აშშ უკრაინას მოუწოდებს აჩვენოს, რომ ის ღიაა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის - WP

06 ნოემბერი 2022, 14:28 538 ნახვა

"შეერთებული შტატები უკრაინას თხოვნით მიმართავს აჩვენოს, რომ ღიაა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის" - ამ სათაურით სტატიას "ვაშინგტონ პოსტი" აქვეყნებს.

სტატიაში წერია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია პირადად მოუწოდებს უკრაინის ლიდერებს, გამოხატონ ღიაობა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის და უარი თქვან სამშვიდობო მოლაპარაკებების საჯაროდ უარყოფაზე.

სტატიის თანახმად, შეერთებული შტატების მოწოდება მიზნად ისახავს არა უკრაინის მოლაპარაკებების მაგიდასთან მიყვანას, არამედ იმას, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს მორალური სიმაღლე საერთაშორისო მხარდამჭერების თვალში.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში