ჩრდილოეთ კორეამ ოთხი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

06 ნოემბერი 2022, 13:54 426 ნახვა

ოთხი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა ჩრდილოეთ კორეამ.   მოსალოდნელი  საფრთხის გამო კი შეერთებულმა შტატებმა რეგიონში სტრატეგიული ბომბდამშენები განათავსა.

როგორც ცნობილია, ფხენიანის მიერ ნასროლმა რაკეტებმა 20 კილომეტრის სიმაღლეზე, 130 კილომეტრზე იფრინა.

ჩრდილოეთ კორეამ მოკლე მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტები შეერთებული შტატებისა და სამხრეთ კორეის მიერ გამართული ერთობლივი სამხედრო წვრთნების შემდეგ გაუშვა.

წვრთნებში 240 სამხედრო თვითმფრინავი მონაწილეობდა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში