კარატისტების 9 მედალი ევროპის ჩემპიონატიდან 

06 ნოემბერი 2022, 10:54 1226 ნახვა

სოფიაში დასრულდა 2022 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი კონტაქტურ კარატეში, შეჯიბრების ბოლო დღეს ახალგაზრდები 18 და 21 წლამდელებს შორის ასპარეზობდნენ. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ევროპირველობაზე 9 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი, 8 ბიჭი და ერთი გოგონა.

კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლა მარიამ წიკლაურმა მოახერხა, რომელმაც -55 კგ. წონით კატეგორიაში ოთხი შეხვედრა მოიგო და კონტინენტის ჩემპიონი გახდა. ვიცე-ჩემპიონები გახდნენ ლაშა ქობელაშვილი და ნაკრების კაპიტანი ლაშა ბაბუაძე.

ერიკ ოგანეზოვი  ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. ჯამში საქართველოს ჭაბუკთა და ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბულგარულ ტატამზე ევროპირველობა 9 მედლით დაასრულა.

ჩვენი სპორტსმენების ანგარიშზე 1-ოქროს; 5-ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალია.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი