ბათუმში, სპორტის სასახლეში დაიწყო საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ღირსების ორდენის კავალერის და აჭარის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ლევან შავაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღია პირველობა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.
ტურნირი 15 წლამდე ჭაბუკთა შორის ტარდება და მასში საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენლებთან ერთად, სომხეთის 15 წლამდე ნაკრების მოჭიდავეებიც მონაწილეობენ.
ლევან შავაძე სპორტის ამ სახეობის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი იყო. ის წლების მანძილზე მოღვაწეობდა ბათუმის სასპორტო სკოლაში და მისმა აღზრდილებმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, ოლიმპიურ თამაშებზე და საერთაშორისო ასპარეზზე, ჩვენს ქვეყანას 50-ზე მეტი სხვადასხვა სინჯის მედალი მოუტანეს.
ლევან შავაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი დღეს დასრულდება.