სიტუაცია, რომელიც ბევრი თქვენგანისთვის ნაცნობია და რომელსაც პრობლემა არაერთხელ შეუქმნია -პარკირება ზღვისპირა ქალაქში. ველობილიკებზე და არა მარტო აქ საგზაო წესების დარღვევით გაჩერებული ავტომობილები ქალაქის ქუჩებში, მთავარის ობიექტივში კიდევ ერთხელ მოხვდა. რატომ არ იცავენ მძღოლები მოძრაობის წესებს, მაშინ როცა უსაფრთხოების დაცვა მეტწილად სწორედ მათზეა დამოკიდებული.