რაგბის კლუბი "ბათუმი" გასვლაზე "ლელოსთან" დამარცხდა

05 ნოემბერი 2022, 17:38 888 ნახვა

ბათუმის სარაგბო კლუბი “დიდი 10"-ის მე-7 ტურის შეხვედრაში სტუმრად “ლელოს” დაუპირისპირდა და 13:8 დამარცხდა.

ირაკლი ნინიძის გუნდიდან ერთადერთი ლელო ვანო ფუტკარაძემ დადო, ხოლო ერთი ჯარიმა დურმიშხან ჯაბნიძის  ანგარიშზეა. 

ამ დროისთვის ბათუმის სარაგბო კლუბი “დიდი 10”-ის სატურნირო ცხრილში 15 ქულით მე-7 პოზიციაზე იმყოფება. 

მომდევნო შეხვედრას შავიზღვისპირელები 19 ნოემბერს შინ რუსთავის “ხარების” წინააღმდეგ გამართავენ.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი