მე-12 ბატალიონის საველე სწავლება

05 ნოემბერი 2022, 11:21 325 ნახვა

მე-12 ქვეითმა ბატალიონმა ასეულის დონის ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება საბრძოლო სროლებით ჩაატარა. სწავლებაში მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ბრავო“ ასეულთან ერთად მონაწილეობდა პირველი ქვეითი ბრიგადის სნაიპერთა ჯგუფი და აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის ქვედანაყოფი.

ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება ვაზიანის პოლიგონზე ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სწავლების მიზანს ქვედანაყოფის კოლექტიურ დავალებებში მხარდამჭერ ელემენტებთან კოორდინირებულ მომზადება წარმოადგენდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში