ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე კონტაქტურ კარატეში 16 წლამდელ კადეტ სპორტსმენთა შორის შეჯიბრება დასრულდა.
საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე სამი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მოედალი მოიპოვა. ვიცე-ჩემპიონები გახდნენ საბა ბერაია, ანრი მსხალაძე და ავთანდილ პარწიკანაშვილი, ბრინჯაოს მედლები კი ალექსანდრე ბერაიამ და დავით ძნელაძემ მოიპოვეს.
დღეს ასპარეზობას საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები დაიწყებს.