ქალთა საფეხბურთო კლუბმა ''ბათუმმა'' გასვლაზე ''რაჭა'' 0-3 დაამარცხა

04 ნოემბერი 2022, 23:44 1021 ნახვა

საქართველოს ქალთა ეროვნული ლიგა ორის 22-ე ტურში ''ბათუმი'' გასვლაზე ამბროლაურში ''რაჭას'' დაუპირისპირდა და 0-3 დაამარცხა. შეხვედრაში სამივე გოლი შაინიძის ანგარიშზეა.

ამ დროისთვის ''ბათუმს'' ლიგა ორის გათამაშებაში 50 ქულა აქვს და ლიდერ სოხუმის ''დინამო 2'' 1 ქულით ჩამორჩება.  სოხუმის ''დინამო 2''-სთვის ჩემპიონატი დასრულებულია,  თუმცა ბათუმელებს ერთი თამაში გამოტოვებული აქვთ.

ამ გადადებული შეხვედრის მოგების შემთხვევაში ''ბათუმი'' 53 ქულას დააგოვებს და ელიტაში დაბრუნების საგზურს მოიპოვებს.

მიმდინარე სეზონის ბოლო შეხვედრა ქალთა საფეხბურთო კლუბ ''ბათუმს'' შინ  საჩხერის ''ქარიშხალას'' წინააღმდეგ ელოდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში