რუსეთის ენერგეტიკული ტერორის გაძლება ჩვენი ეროვნული ამოცანაა, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვის დროს გააკეთა.
მისი თქმით, რუსეთს არ შეუძლია უკრაინის ბრძოლის ველზე დამარცხება და ამიტომ ცდილობს, უკრაინელი ხალხის სულისკვეთება გატეხოს.
„რუსეთის ენერგოტერორის გაძლება – ჩვენი ეროვნული ამოცანაა. ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა. თავად ფაქტი, რომ რუსეთმა მიმართა ტერორს ენერგეტიკის წინააღმდეგ, მიუთითებს მტრის სისუსტეზე. მათ არ შეუძლიათ უკრაინის დამარცხება ბრძოლის ველზე და ამიტომ ცდილობენ ხალხის გატეხას – ამცირებენ უკრაინელებს, ურტყამენ ჩვენი ხალხის სულისკვეთებას, ჩვენი ხალხის წინააღმდეგობას. მჯერა, რომ ეს რუსეთს არ გამოუვა. ახლა მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ერთად მოქმედების უნარი”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მან მოუწოდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, გააკონტროლონ, რომ ელექტროენერგია ტყუილუბრალოდ არ დაიხარჯოს.