12 ნოემბერს საფრანგეთში ძიუდოს ევროპის გუნდური ჩემპიონატი გაიმართება, რომელზეც მოქმედი ჩემპიონი, საქართველოს ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით წარსდგება. ტატამზე 13 ქვეყნის წარმომადგენლები გავლენ.
საქართველოს ნაკრების ღირსებას მიხეილ ბახბახიშვილი, ფრიდონ გიგანი, უშანგი მარგიანი, ლუკა მაისურაძე, საბა ინანეიშვლი, შალვა გურეშიძე, ეთერ ლიპარტელიანი, ნინო გულბანი და სოფიო სომხიშვილი დაიცავენ.
შეგახსენებთ, რომ შარშან ევროპის გუნდურ ჩემპიონატს რუსეთის ქალაქმა უფამ უმასპინძლა და ქართველმა ძიუდოისტებმა შეჯიბრება მარცხის გარეშე განვლეს.
საქართველოს ნაკრებმა მერვედფინალში ავსტრიას 4:0 სძლია, შემდეგ კი, საფრანგეთს 4:2, თურქეთს 4:2 და ნიდერლანდებსაც 4:3 მოუგო.