ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა

02 ნოემბერი 2022, 10:40 488 ნახვა

უკრაინამ უკვე აღადგინა წყალმომარაგება და ელექტროენერგია ტექნიკურად, თუმცა ქვეყნის ცხრა რეგიონში ელექტროენერგიის სტაბილიზაციისთვის გათიშვა გრძელდება. რუსეთი კი არ შეწყვეტს ცხოვრების ნორმალური რიტმის დარღვევას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის  თქმით, ელექტროენერგიის  აღდგენის ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს იმ რეგიონებშიც, რომლებიც უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტებისგან დაიბრუნეს.  

ზელენსკის თქმით, რუსეთს უკრაინაზე მხოლოდ ერთი  თავდასხმა  2  მილიონ 300 ათასი რუსი პენსიონერის ყოველთვიური შემოსავლის ეკვივალენტი დაუჯდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი