გაირკვა ის მეტოქე, რომელსაც ქართული ფრენჩაიზი “შავი ლომი” რაგბი ევროპის სუპერთასის 2022 წლის გათამაშების ნახევარფინალში შეხვდება. შეგახსენებთ, რომ „შავმა ლომმა“ აღმოსავლეთ კონფერენციაში ჯგუფურ ეტაპზე 6 მატჩში 23 ქულა მოაგროვა, პირველ ადგილზე გავიდა და ნახევარფინალს საკუთარ მოედანზე ითამაშებს. ქართველი მორაგბეების მოწინააღმდეგე ესპანური „იბერიანსი“ იქნება, რომელსაც „შავმა ლომმა“ შარშანდელი ტურნირის ნახევარფინალშიც უმასპინძლა და 43:40 დაამარცხა. ნახევარფინალური მატჩები 3-4 დეკემბერს ჩატარდება და ფინალის მე-2 საგზურისთვის „ლუზიტანუში“ და ისრაელის წარმომადგენელი თელ ავივ „ჰითი“ ითამაშებენ, რომელმაც აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილი დაიკავა.