ბათუმის სარაგბო კლუბმა რაგბი ევროპის სუპერთასზე ასპარეზობა დაასრულა

29 ოქტომბერი 2022, 20:11 1533 ნახვა

ბათუმის სარაგბო კლუბი რაგბი ევროპის სუპერთასის მე-6 ტურში სტუმრად "შავ ლომს" დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 37:0 დამარცხდა.

პირველი ქართული ფრენჩაიზიდან ლელოს დადება ორჯერ მიხეილ გაჩეჩილაძემ მოახერხა, თითო ლელო კი თენგიზ პერანიძემ, ლაშა ხმალაძემ, გიორგი ჭყოიძემ და ლაშა ლომიძე გაიტანეს.

ლუკა მატკავამ 5-დან 2 ლელო გარდასახვა და 1 ჯარიმაც გაიტანა. ამ გამარჯვების შემდეგ შავი ლომი ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა და რაგბი ევროპის სუპერთასის ტიტულის შენარჩუნებისთვის იბრძოლებს.

ბათუმმა კი ჯგუფური ეტაპის გადალახვა ვერ მოახერხა და ახლა დიდი 10-ის ტიტულის დაცვას შეეცდება. მომდევნო შეხვედრა სარაგბო კლუბი "ბათუმი" უკვე დიდი 10-ის ეგიდით 5 ნოემბერს სტუმრად "ლელოს" წინააღმდეგ გამართავს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი