სამზადისი ევროპის ჩემპიონატისთვის

28 ოქტომბერი 2022, 14:58 613 ნახვა

4-5 ნოემბერს ბულგარეთის დედაქალაქი სოფია კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. შეჯიბრება როგორც ახალგაზრდებში, ასევე ჭაბუკებს შორის გაიმართება. ორივე ასაკობრივ კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას ცხრამეტი სპორტსმენი დაიცავს. ქვეყნის გუნდში ცხრა სპორტსმენი აჭარიდანაა. მათ შორის ჭაბუკებში ევროპის მოქმედი ჩემპიონები ანრი მსხალაძე და გრიგორი ბერიძე, ასევე ევროპის პრიზიორი გარიკ ასლანიანი. ნაკრებში ერთი გოგონაა. ბულგარეთში ახალგაზრდულ ევროპირველობაზე მარიამ წიკლაური იბრძოლებს. სიახლეა ახალგაზრდულ ნაკრებში, გუნდს ახალი კაპიტანი ჰყავს, ევროპის სამგზის ჩემპიონი ლაშა ბაბუაძე, რომელმაც დავით მსხალაძე შეცვალა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს მსხალაძემ დიდებს შორის გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რის გამოც წესების თანახმად, ახალგაზრდებში ვეღარ იასპარეზებს. ორივე ნაკრების მთავარი მწვრთნელები იმედოვნებენ, რომ შარშანდელ შედეგებს გააუმჯობესებენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი