სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა პირად მცველთა სპეციალური კურსი დაასრულეს. რეინჯერის, კომანდოსა და სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფებიდან შერჩეულმა წარმომადგენლებმა ორი კვირის განმავლობაში პირადი დაცვის ამოცანების შესასრულებლად ტაქტიკური და საცეცხლე მომზადება გაიარეს. კურსდამთავრებულთა საზეიმო ცერემონიალი საჩვენებელი სწავლებით დასრულდა.