ლუჩანო სპალეტიმ განმარტა რატომ არ გამოიყვანა ხვიჩა კვარაცხელია

27 ოქტომბერი 2022, 10:29 3973 ნახვა

ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში "ნაპოლიმ" შინ "რეინჯერსი" 3:0 დაამარცხა და პირადი რეკორდი გააუმჯობესა, ზედიზედ მე-12 გამარჯვება. ეს მატჩი ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლურ კარიერაში ერთადერთი იყო როდესაც მოედანზე არ გამოსულა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ლუჩანო სპალეტიმ კვარაცხელიასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ანგარიშიდან გამომდინარე ხვიჩას მოედანზე შემოყვანა გადაიფიქრა.

"კვარაცხელიას თავიდან დავუძახე, რომ თამაშში ჩართულიყო, ბოლო 15 წუთი თამაში შეეძლო და ბურთის შენარჩუნება გვჭირდებოდა, მაგრამ მერე ანგარიში 3:0 გახდა და სათადარიგო სკამზე დაბრუნება ვთხოვე, რაზეც სიტყვა არ უთქვამს და დამეთანხმა. ეს მოწმობს ჩვენს გუნდურობას, რომლის მსგავსი ჩემს კარიერაში თითქმის არ მქონია" - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

"ნაპოლის" ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფში 5 ტურში 15 ქულა აქვს და პირველ ადგილზე იმყოფება. ბოლო ტურში თუ სპალეტის გუნდი "ლივერპულთან" 4 და მეტ ბურთიანი სხვაობით არ წააგებს ფლეიოფში პირველი ადგილით შეძლებენ გასვლას.

მომდევნო მატჩს ნეაპოლელები 29 ოქტომბერს, „სასუოლოსთან“ ითამაშებენ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში