ბათუმელი მოფარიკავეების წარმატება

25 ოქტომბერი 2022, 17:35 1002 ნახვა

წარმატებით იასპარეზეს ბათუმელმა მოფარიკავეებმა ზესტაფონში გამართულ სიმონ საყვარელიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე და თასის გათამაშებაზე. ზესტაფონში ასევე გაიმართა 14-წლამდე მოფარიკავეთა შორის ევროპის თასის გათამაშება. სამივე ტურნირზე 8 ქვეყნის 200-მდე მოფარიკავე მონაწილეობდა. წარმატებით იასპარეზეს აჭარის ნაკრების წევრებმა, რომელიც ბათუმის სპორტის სასახლის მოსწავლეებით იყო დაკომპლექტებული. რაპირით ასპარეზობაში ტურნირის გამარჯვებული  ანანო ჯინჭარაძე გახდა, რომელმაც ასევე სიმონ საყვარელიძის სახელობის თასიც მოიგო. ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ელენე თურმანიძემ და ელიზაბედ ქობულაძემ. 14-წლამდელთა შორის ევროპის თასის გათამაშებაში ვერცხლის მედლის მფლობელი დაშნით ფარიკაობაში ხატია ხილაძე გახდა, აიანატ კულჟაბაიმ კი ხმალში მესამე ადგილი დაიკავა. გუნდი შეჯიბრებისთვის მწვრთნელებმა ბიჭიკო  საფარიძემ, თიკო ბოლქვაძემ და გიორგი რამიშვილმა მოამზადეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი