უკრაინის სანქციები ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის მიმართ - პოლიტიკური შეფასებები

21 ოქტომბერი 2022, 11:54 560 ნახვა

ბიძინა ივანიშვილის ოჯახის და გარემოცვის დასანქცირებასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განმარტება ჯერ არ გაუკეთებია. საკითხზე შეფასებები კეთდება პარლამენტში.

ოპოზიციის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის დასანქცირება სასიხარულო არაა, რადგან ეს ქვეყნის რეპუტაციას აზიანებს. მათი თქმით, აღნიშნულ სანქციებს წინაპირობები ჰქონდა - საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ თავდასხმები.  

გუშინ ქართული ოცნების თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ეს ქმედება შანტაჟს წარმოადგენს და სანქციებზე დიპლომატიური რეაგირება მთავრობის პრეროგატივაა, ირაკლი კობახიძე მომხრეა უკრაინის ხელისუფლებასთან ცალმხრივი მეგობრობის შენარჩუნების.  უკრაინის მიერ დასანქცირებულ პირთა სიაში ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის 4 წევრი მოხვდა.

კერძოდ, უკრაინამ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს და მის მეუღლეს, დეიდაშვილს უჩა მამაცაშვილს და მის შვილს - ტიტე მამაცაშვილს.

სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდა რამდენიმე ქართველი ბიზნესმენი, კერძოდ: დავით იაკობაშვილი, ალექსანდრე და გიორგი ჯაფარიძეები.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში