საბა ასანიძე ევროპის ჩემპიონია

20 ოქტომბერი 2022, 20:04 806 ნახვა

საბა ასანიძემ ალბანეთში მიმდინარე  იუნიორ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. 

საბამ 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ატაცში 140, 144 და 146 კილოგრამი დაძლია და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

აკვრაში ქართველმა ძალოსანმა ჯერ 175, შემდეგ კი 182 კგ. დააფიქსირა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ორჭიდის ჯამში კი საბოლოოდ 328 კგ. მოაგროვა და საქართველოს ნაკრებს ოქროს მედალი მოუტანა.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი