კონსულტაციები მოსახლეობასთან

20 იანვარი 2017, 00:00 2042 ნახვა

მეოთხე დღეა სოფელ თხილვანის მოსახლეობასთან კონსულტაციები გრძელდება. თუმცა  შეთანხმება ამ დრომდე ვერ შედგა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე  დაზარალებულებთან მოლაპარაკებას აგრძელებს. როგორც ადგილობრივები ჩვენთან საუბარში აცხადებენ მთავრობის შეთავაზებები მათთვის მიუღებელია და სტიქიის ზონაში მორიგეობას აგრძელებენ. რამაზ ჯინჭარაძის განცხადებით 30-მდე ოჯახის მდგომარეობა უკვე შესწავლილია, მათგან შეთავაზებას მხოლოდ ხუთი ოჯახი იღებს. ხელისუფლება მათ ქირით გაყვანას და საცხოვრებელი სახლის შესაძენად 25 ათას ლარს სთავაზობს  თხილვანაში საფრთხე 62 ოჯახს ემუქრება. მეწყერი 10 იანვარს გააქტიურდა. ჩამოწოლილმა მიწის მასამ მდინარის კალაპოტი ჩაკეტა. გეოლოგების დასკვნით 62 ოჯახი განსახლებას საჭიროებს. 

ამავე კატეგორიაში