შეხვედრა რუმინეთის თავდაცვის მინისტრთან

18 ოქტომბერი 2022, 14:31 397 ნახვა

რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრს საქართველოს თავდაცვის მინისტრიც შეხვდა.   მინისტრებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები განიხილეს. აღინიშნა, რომ რუმინეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის ერთ-ერთი ერთგული მხარდამჭერია.

თავდაცვის უწყების ინფორმაციით, შეხვედრის დროს განსაკუთრებული ადგილი დაეთმო შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის და განვითარების მნიშვნელობაზე საუბარს; რეგიონში საქართველოსა და რუმინეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მზარდ დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებს.

ვიზიტის ფარგლებში ორივე ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ სტრატეგიული ხასიათის შეთანხმებას.

ასევე, გაფორმდა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის წლიური გეგმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი