საქართველოს და მოლდოვის პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენცია

17 ოქტომბერი 2022, 15:05 734 ნახვა

"ომი დამთავრდება უკრაინის გამარჯვებით და ჩვენი ევროკავშირთან გაერთიანებით" – ეს საქართველოს პრეზიდენტის სიტყვებია. სალომე ზურაბიშვილმა მოლდოველ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინაში მიმდინარე ომსა და ასოცირების ტრიოს ევროპულ პერსპექტივაზე ისაუბრა.

“სწორია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ, რომლებიც სხვა პირობებში იმყოფებოდნენ, კანდიდატის სტატუსი მიიღეს - ჩვენც კი ამის იმედი გვქონდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერთმანეთთან შეჯიბრში ვართ - შეჯიბრება თუ არსებობს, არსებობს ჩვენს თავთან'' - განაცხადა პრეზიდენტმა.  

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით,  არ არის გამორიცხული რუსეთთან სავიზო რეჟიმს გადახედონ, რომელიც საკმაოდ ლიბერალურია დღევანდელ პირობებში და რომელიც შეიძლება ამ აგრესიის პირობებში ნაკლებად მისაღები იყოს. მისი თქმით,  რუსეთის ქმედებების მთავარი მიზანია საქართველოს მომავლის შეცვლა და ევროპული გზიდან გადახვევაა, რასაც ჩვენი ქვეყანა არ დაუშვებს. “უკრაინაში მშვიდობის გარეშე ევროპაშიც ვერ იქნება მშვიდობა. ჩვენ ვერ დავუშვებთ იმას, რომ აგრესიამ და შიშმა გაიმარჯვოს”, - ამის შესახებ მოლდოვის  პრეზიდენტმა განაცხადა.

როგორც მაია სანდუმ აღნიშნა, საერთაშორისო საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ შეაჩეროს რუსეთის აგრესია და დაეხმაროს უკრაინას, რათა აღადგინოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი