წყალდიდობას საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე მსხვერპლი მოჰყვა. რამდენიმე დღიანი კოკისპირული წვიმის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, ნიაღვარმა დააზიანა ავტომობილები და ხეები.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, გარდაცვლილია სულ მცირე 1 ადამიანი, ორს კი ამ დრომდე ეძებენ.