რუმინეთის მთავრობა NATO-ს მოხალისეობრივი დახმარების ფარგლებში 1 მილიონ 400 ათას დოლარს პარტნიორების მედეგობისა და შესაძლებლობების განვითარებისთვის გამოყოფს. ამ თანხიდან საქართველოსთვის 300 ათასი აშშ დოლარი გამოიყოფა.
დახმარების პაკეტი ასევე გულისხმობს უკრაინის, მოლდოვისა და იორდანიის ფინანსურ მხარდაჭერას თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისთვის. ინფორმაცია Twitter-ის გვერდზე საქართველოში რუმინეთის ელჩმა გაავრცელა.