გიორგი შერმანდინი ობრადოიროსთან საუკეთესო იყო

16 ოქტომბერი 2022, 13:00 746 ნახვა

გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ ესპანეთის საკალთბურთო ჩემპიონატის  მეოთხე ტურში „ობრადოიროს“ უმასპინძლა და დამაჯერებელი ანგარიშით 86:67 დაამარცხა.  

ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა ქართველ ცენტრს. გიორგიმ პარკეტზე 25 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 19 ქულა, 7 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 27-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი იყო და სეზონში პირველად მატჩის MVP  ტიტული დაისაკუთრა.

ტენერიფე „ლიგა ენდესას“ სატურნირო ცხრილს ოთხიდან ოთხი მოგებით  8 ქულით ლიდერობს.

მომდევნო მატჩს შერმანდინის გუნდი 23 ოქტომბერს, სტუმრად „ბარსელონას“  წინააღმდეგ გამართავს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი