უკრაინელმა მაშველებმა ქალაქ მიკოლაევში 11 წლის ბიჭი გადაარჩინეს, რომელმაც ნანგრევებში 6 საათი გაატარა. ქალაქი ეს-300-ის ტიპის რაკეტებით დაიბომბა. დანგრეულია 5-სართულიანი საცხოვრებელი სახლი. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქში მდებარე ქალაქ ორიხივს ერთ დღეში 3-ზე მეტი რაკეტა ესროლეს. არიან დაშავებულები. განადგურებულია ქალაქის ინფრასტრუქტურა. ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა უკრაინის 40-ზე მეტი დასახლება დაბომბეს, თავის მხრივ უკრაინის საჰაერო ძალებმა იერიში მიიტანეს 25 რუსულ სამიზნეზე.