"კვარამ დღეს დაცვაშიც ძალიან კარგი სამუშაო შეასრულა" - ლუჩანო სპალეტი

13 ოქტომბერი 2022, 10:00 885 ნახვა

ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურშის მატჩსი "ნაპოლიმ" ამსტერდამის "აიაქსი" შინ 4-2 დაამარცხა და ფლეი ოფში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ხვიჩა კვარაცხელიამ ამ შეხვედრაში გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა. ჩემპიონთა ლიგამ კი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ, რომელმაც კავარაცხელია  დაცვის დახმარებისთვის შეაქო.

"ჯგუფიდან დამსახურებულად გავედით და ბიჭებმა ნეაპოლელი ხალხი გაახარეს.
ტექნიკური და პროფესიონალი ბიჭები მყავს. ასე უნდა გავაგრძელოთ, დღეს მთელი გუნდი ტაშს იმსახურებს, მშვენიერი საღამო იყო. მინდა ხაზი გავუსვა იმას, თუ როგორ მისდევდა ჩვენს საჯარიმომდე კვარაცხელია მეტოქეებს, ეს მნიშვნელოვანია, რადგან თუ ყურადღების გაფანტვას დაუშვებ და არ იქნები სტაბილური, მეტოქე დაგსჯის. კვარამ დღეს დაცვაში ძალიან კარგი სამუშაო შეასრულა, ყოჩაღ“, - განაცხადა სპალეტიმ.

კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 4 მატჩში 2 გოლი, 3 საგოლე პასი და ერთი მოპოვებული პენალტი აქვს.

საერთო ჯამში კი 13 მატჩში 7 გოლი, 5 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი. "ნაპოლი" მომდევნო მატჩს 16 ოქტომბერს „ბოლონიასთან“ შინ ჩაატარებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში