ბუდუ ზივზივაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს

12 ოქტომბერი 2022, 21:07 929 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და უნგრული "ფეჰერვარის" ფორვარდი ბუდუ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

ფეხბურთელი ამბობს რომ არავითარ პროვოკაციას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც შეიძლება მისი კლუბი და გულშემატკივარი აღშფოთებულიყო.

"მსურს, კლუბ ფეჰერვარის და ჩემ გულშემატკივრებს ვუთხრა სრული სიმართლე, რომელიც 10 ოქტომბერს უიპეშტთან მატჩის შემდეგ მოხდა.
თამაშის დასრულებისას სტუმარი გუნდის ქომაგებისადმი პატივისცემის გამოხატვამ ჩვენი კლუბის გულშემატკივართა განაწყენება გამოიწვია, რომელიც ჩემთვის გასაგებია. რაც შეეხება მაისურის გაცვლას, ჩემ ყოფილ თანაგუნდელს გავუცვალე მაისური და გაუცნობიერებლად და ინსტიქტურად გადავიცვი ტანზე. ამ ქმედებამ ფეჰერვარის გულშემატკივრებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ეს არ ყოფილა არც რაიმე სახის პროვოკაცია და არც წინასწარ დაგეგმილი ქმედება. თუ ვინმე ამ კონკრეტული ქმედებით თავს შეურაცხყოფილად გრძნობს, ბოდიშს ვუხდი.

ახლაც გულწრფელი ვარ და მაშინაც გულწრფელი ვიყავი, როდესაც უიპეშტში თამაშის დროს ფეჰერვარის კარში გატანილი გოლი არ აღვნიშნე, რადგან ჩემთვის ფეხბურთი და  გულშემატკივარი განუყოფელი ნაწილია. კლუბში სტაფის ყველა წევრმა იცის, რომ მათ მიმართ დიდი სიყვარული და პატივისცემა მაკავშირებს. ყველა იქ მომუშავე ადამიანი განსაკუთრებულია და მათ გარეშე ეს კლუბი ვერ იარსებებდა.
მე ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებ ჩემი კლუბისთვის, არ აქვს მნიშნვნელობა სასტარტო შემადგენლობაში ვარ, თუ მხოლოდ რამდენიმე წუთით შევდივარ მოედანზე.

მჯერა, რომ გულშემატკივრები, რომლებსაც გამორჩეულად უყვართ ჩვენი კლუბი სწორად გაიგებენ ჩემ ნათქვამს და ფეჰერვართან ერთად კიდევ ბევრი სასიამოვნო საფეხბურთო საღამო გვექნება.
კიდევ ერთხელ მინდა ბოდიში ვუთხრა მათ, ვინც ჩემი ჟესტის გამო დამცირებულად იგრძნო თავი. განსაკუთრებით, RBD ულტრასებს, ჩვენი კლუბის განსაკუთრებულ გულშემატკივრებს", - წერს ზივზივაძე,

ამ დროისთვის ზივზივაძეს კლუბი უნგრეთის 12 გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ ბუდუ “უიპეშტის” ფეზბურთელთან მაისურის გაცვლის და ყოფილი კლუბის გულშემატკივართან მისალმების გამო მეორე გუნდში დააქვეითა

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში