ქართველმა ძიუდოისტებმა მსოფლიო ჩემპიონატის მე-5 დღე უმედლოდ დაასრულეს

11 ოქტომბერი 2022, 17:31 691 ნახვა

ქართველი ძიუოდოისტებისთვის ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მე-5 დღე წარუმატებელი გამოდგა.

დღეს მსოფლიოს ჩემპიონატზე 100 კგ. წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე გამოვიდნენ. სულამანიძემ ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა, თუმცა ქართველი ძიუდოისტი ნიდერლანდელ კორელთან დამარცხდა და ტურნირი უმედლოდ დაასრულა.

შეჯიბრზე წარუმატებლად იასპარეზა ვარლამ ლიპარტელიანმაც. საქართველოს ნაკრების კაპიტანი მსოფლიო პირველობას ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ ხუთი საშეჯიბრო დღის შემდეგ ჩვენი ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალია. მსოფლიო ჩემპიონი (81 კგ) წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი გახდა ხოლო შეჯიბრებზე მესამე ადგილები კი ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ (ორივე 90 კგ) დაიკავეს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი