საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კალენდარი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ცნობილია. საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საგზურისთვის საკვალიფიკაციო ეტაპზე A ჯგუფში იბრძოლებს.
ჩვენი ნაკრების მეტოქეები:
ესპანეთის, შოტლანდიის, ნორვეგიისა და კვიპროსის ეროვნული გუნდები იქნება.
ვისი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი 2023 წლის მარტიდან - ნოემბრამდე 8 შეხვედრას გამართავს.
- 28 მარტი საქართველო - ნორვეგია;
- 17 ივნისი კვიპროსი - საქართველო;
- 20 ივნისი შოტლანდია - საქართველო;
- 8 სექტემბერი საქართველო - ესპანეთი;
- 11 სექტემბერი ნორვეგია - საქართველო;
- 15 ოქტომბერი საქართველო - კვიპროსი;
- 16 ნოემბერი საქართველო - შოტლანდია;
- 19 ნოემბერი ესპანეთი - საქართველო.
ევრო 2024-ის გახსნის მატჩი 14 ივნისს, მიუნხენში, "ალიანც არენაზე" გაიმართება, ხოლო ფინალი 14 ივლისს, ბერლინში, "ოლიმპიაშტადიონზე" ჩატარდება.