ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ასპარეზობა 90 კგ წონით კატეგორიაში დაიწყო, სადაც საქართველოს ორი წარმომადგენელი ჰყავს – მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ლუკა მაისურაძე.
ბექაური პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი იაპონელი კოსუკე ნიშიამა დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
რაც შეეხება მაისურაძეს, პირველ წრეში ისიც ისვენებდა, მეორე წრეში კი ლიბანელი კარამნობ საგაიპოვს დამაჯერებლად მოუგო და ისიც მეორე ეტაპზე გავიდა.
ორივე ქართველ ძიუდოისტს მსოფლიო ჩემპიონატზე ამ წონის მთავარ ფავორიტებად მიიჩნევენ.