სერჟანტებმა სამეთაურო და სამეთაურო - საშტაბო კურსები დაასრულეს. უწყების ინფორმაციით, მსმენელებმა შეისწავლეს თავდაცვითი და თავდასხმითი ოპერაციები, სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესი, საბრძოლო მომზადების ორგანიზება და ქვედანაყოფის მართვის პროცედურები.
სერჟანტთა სამეთაურო-საშტაბო კურსი 28 კვირის, ხოლო სერჟანტთა ძირითადი სამეთაურო კურსი 18 კვირის განმავლობაში წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ბაზებზე მიმდინარეობდა.