რა მოხდა ყირიმის ხიდზე?

08 ოქტომბერი 2022, 17:57 733 ნახვა

3 ადამიანი დაიღუპა ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების შედეგად. წყლის ქვეშ კი 2 ავტომობილია, რომელთა ამოყვანაც ამინდის გამო ვერ ხერხდება - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის სპიკერის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები გაემგზავრნენ. 

რუსული პროპაგანდისტული მედია კი ხიდის აფეთქების შესახებ ინფორმაციას სხვადასხვანაირად ავრცელებს, როგორც სააგენტო „მედუზა“ წერს, რუსულ მედიაში ფაქტზე აქცენტი უნდა გაკეთდეს იმაზე, რომ ხიდი კი არ დაინგრა, არამედ დაზიანდა და აღდგენითი სამუშაოებისთვის მზადება უკვე დაიწყო.

ამუშავდა ქერჩის ბორანი და ტრანსპორტის სამინისტრომ ალტერნატიული ლოჯისტიკური მარშრუტების შედგენა დაიწყო.

თავის მხრივ, უკრაინული მედიის ინფორმაციით, რომელიც წყაროზე დაყრდნობით ვრცელდება აცხადებს რომ ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქება უკრაინის უშიშროების სამსახურის სპეცოპერაცია იყო.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში