მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში  

07 ოქტომბერი 2022, 10:37 607 ნახვა

ქართველი ძიუდოისტებისთვის წარუმატებლად დაიწყო მსოფლიოს ჩემპიონატი ტაშკენტში. ტურნირის პირველივე დღეს, პირველ ბრძოლაში დამარცხდა ლუხუმ ჩხვიმიანი. მისი მეტოქე 19 წლის ისრაელის წარმომადგენელი იამ ვოლცჟაკი იყო, რომელმაც ქართველს დამატებით დროში მოუგო.

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი ჩემპიონი იაპონელი ნაოჰისა ტაკატო გახდა, რომელმაც ეს ტიტული მეოთხედ მოიგო.

დღეს ტაშკენტის ტატამზე საქართველოს ნაკრებს მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ეყოლება.

66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი, ტოკიოს ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი და მსოფლიოს მესამე პრიზიორი ვაჟა მარგველაშვილი  იჭიდავებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი