პუტინმა უკრაინის ტერიტორიების ანექსიის შესახებ კანონებს ხელი მოაწერა

05 ოქტომბერი 2022, 11:09 1078 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონებს, რომლებიც ადასტურებს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ზაპორიჟიესა და ხერსონის ანექსიას.

"ფედერაციის ახალი სუბიექტების საზღვრები, როგორც ხელშეკრულებებიდან გამომდინარეობს, განისაზღვრება იმ საზღვრებით, რომლებიც „არსებობდა რუსეთის ფედერაციაში მათი ფორმირებისა და მიღების დღეს“, -წერია დოკუმენტში. 

რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი რეგიონების ხელმძღვანელების არჩევამდე, მათ ვლადიმერ მიერ დანიშნული დროებითი მოვალეობის შემსრულებლები უხელმძღვანელებენ.

30 სექტემბერს პუტინმა კრემლში ხელი მოაწერა განკარგულებას დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რუსეთთან შეერთების შესახებ. რუსეთი ამტკიცებს, რომ ეს ხალხის არჩევანი, რომლებიც ე.წ. რეფერენდუმების შედეგად გამოვლინდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი