ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიას ხელი მოაწერა

30 სექტემბერი 2022, 17:25 305 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთის მიერ დანიშნულმა ე.წ. ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს რუსეთის შემადგენლობაში აღნიშნული რეგიონების შესვლის შეთანხმებებს.

"ხალხმა თავისი არჩევანი გააკეთა. დღეს ჩვენ ხელს ვაწერთ შეთანხმებას დონეცკის, ლუგანსკისა და ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

პუტინთან ერთად, ე.წ. შეთანხმებების ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობდნენ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი დენის პუშილინი, თვითგამოცხადებული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი ლეონიდ პასეჩნიკი, ოკუპირებული ზაპოროჟიეს ოლქის სეპარატისტი ლიდერი ევგენი ბალიცკი, ოკუპირებული ხერსონის ოლქის სეპარატისტი ლიდერი ვლადიმირ სალდო.

გვიან ღამით, რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას უკრაინის ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების „დამოუკიდებლობის“ აღიარების შესახებ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი