უკრაინის პრეზიდენტი უკრაინის ფრონტის ხაზზე არმიის წინსვლისა და კიდევ რამდენიმე დასახლების გათავისუფლების შესახებ განცხადებას აკეთებს. საღამოს ვიდეომიმართვაში ვოლოდიმერ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე სასტიკი შეტაკებები გრძელდება.
რუსული წყაროები აღიარებენ, რომ უკრაინული ძალები ათეულობით კილომეტრით დაწინაურდნენ მდინარე დნიპროს დასავლეთ სანაპიროზე და რამდენიმე სოფელი დაიბრუნეს.
ახლა უკრაინული არმიის ამოცანა დნეპროს დასავლეთ სანაპიროზე 25 ათასი რუსი ჯარისკაცისთვის შეიარაღების მიწოდების მარშრუტის განადგურებაა. უკრაინულმა ძალებმა მწყობრიდან გამოიყვანა მთავარი ხიდები, რის გამოც ოკუპანტები აიძულა გამოეყენებინათ იმპროვიზირებული გადასასვლელები.
სექტემბრის დასაწყისიდან უკრაინულმა ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთში დაიბრუნეს ის ტერიტორიები, რომლებზეც რუსული არმიის მომარაგების მარშრუტები გადიოდა, რითაც აღკვეთეს რეგიონში უფრო მეტი საოკუპაციო ჯარის განლაგება.