ქედის მერი მინი ფეხბურთში გამარჯვებულ გუნდს შეხვდა და წარმატება მიულოცა. მოყვარულთა გუნდმა მინი ფეხბურთში აჭარის პირველობა მოიპოვა. სულ 14 მატჩი ჩატარდა, ქედის გუნდმა კი 14-ვე მოიგო.
გამოვლინდა ტურნირის ბომბარდირი, საუკეთესო მცველი და საუკეთესო ფეხბურთელიც. გამარჯვებულებს ჯილდოები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.