უკრაინა წარმატებულ კონტრშეტევას განაგრძობს და ახალ ტერიტორიებს ათავისუფლებს - ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ახალი ამბავი გავრცელდა, რომ ხერსონის ოლქში უკრაინელებმა ქალაქი ზოლატაია ბალკა აიღეს.მანამდე იყო ცნობები დონეცკის ოლქში განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ქალაქის, ლიმანის გათავისუფლების შესახებ.
ამ ამბავს ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი და თქვა, რომ ლიმანი სრულად გაწმენდილია.