გაერო-ში რუსეთმა თავის საწინააღმდეგო რეზოლუციის კანონპროექტს ვეტო დაადო

01 ოქტომბერი 2022, 14:02 535 ნახვა

რუსეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოში ვეტო დაადო შეერთებული შტატებისა და ალბანეთის მიერ შეთავაზებულ რეზოლუციას, რომელიც გმობს მოსკოვის მიერ უკრაინის ნაწილების ანექსიას, - ინფორმაცია Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ჩინეთმა, გაბონმა, ინდოეთმა და ბრაზილიამ კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს.

გაერო-ში აშშ-ის ელჩმა, რეზოლუცია წარადგინა და წევრ ქვეყნებს მოუწოდა, არ ცნონ უკრაინის შეცვლილი სტატუსი, რუსეთს კი შეახსენა, რომ ვალდებულია, თავისი ჯარები გაიყვანოს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი