ჯო ბაიდენი: „აშშ არასდროს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის ტერიტორიებზე“

30 სექტემბერი 2022, 11:25 540 ნახვა

აშშ არასდროს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის სუვერენულ  ტერიტორიებზე - ამის შესახებ შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა. მან დაგმო ე.წ რეფერენდუმი, რომელიც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარდ და აღნიშნა, რომ ეს იყო „აბსოლუტური სიყალბე“, რომლის შედეგებიც მოსკოვში წინასწარ მოამზადეს.

ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმა გაერო-ს წესდების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძირითადი პრინციპების უხეში დარღვევაა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი