ენმ-ს ზამბახიძე ტოვებს?

17 იანვარი 2017, 00:00 2662 ნახვა

„ნაციონალურ მოძრაობას“ აჭარაში, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი ტოვებს. პეტრე ზამბახიძის პარტიიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, მისი ყოფილი თანაპარტიელი ადასტურებს. რაულ თავართქილაძის თქმით, განცხადებას ზამბახიძე, რამდენიმე დღეში გააკეთებს.რის საფუძველზე მიიღო ეს გადაწყვეტილება, უმაღლესი საბჭოს 4 მოწვევის დეპუტატმა, უცნობია. პეტრე ზამბახიძე მედიასთან კონტაქტზე არ გამოდის. ერთ-ერთი ვერსიით, ის მუშაობას წარმომადგენლობით ორგანოში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს, კიდევ ერთი ვერსიით კი, უგულავა-ბოკერიას ფრთას შეუერთდება.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში