უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკება

17 იანვარი 2017, 00:00 2045 ნახვა

თხილვანაში, მეწყრის ჩამოწოლის  შედეგად დაზარალებული 62 ოჯახი განსახლებას ექვემდებარება. ასეთია გეოლოგიური დასკვნა. მიუხედავად, იმისა, რომ ადგილობრივები რამდენიმე დღეა  თავად ითხოვენ უსაფრთხო ადგილას გადაყვანას, ისინი შეთავაზებულ პირობებს არ თანხმდებიან.  შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებთან უშედეგოდ დასრულდა. ხულოში აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, დეპუტატები და გეოლოგები იმყოფებოდნენ. ადგილობრივები უარს ამბობენ, შეთავაზებულ კომპენსაციებზე და  დროებით ქირით გაყვანაზეც. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით ერთ-ერთ ვარიანტად ეკომიგრატების ბინებით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვაც განიხილებოდა, თუმცა თხილვანელებისთვის ეს წინადადებაც არ არის  მისაღები. ხულოს გამგებელი ამბობს, რომ შეიქმნება კომისია, რომლებიც პრობლემის მოგვარების გზებზე იმსჯელებს. შეგახსენებთ, 10 იანვარს გააქტიურებულმა მეწყერმა საფრთხე 62 ოჯახს შეუქმნა. ადგილობრივების ინფორმაციით,  შეფერხდა სასწავლო პროცესიც. ჩამოწოლილმა მიწის მასამ მდინარის კალაპოტი ჩაკეტა. ადგილობრივები შიშობენ, რომ საფრთხე თოვლის დნობისას მოიმატებს.

ამავე კატეგორიაში