საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე გიბრალტარის ნაკრები დაამარცხა

27 სექტემბერი 2022, 00:52 1461 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მეექვსე ტურის მატჩში სტუმრად გიბრალტარის ნაკრებს დაუპირისპირდა და 1-2 დაამარცხა.

ოფიციალურად საქართველოს ნაკრებმა ჯგუფი 16 ქულით და პირველი ადგილით დაასრულა. ამით С დივიზიონში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და ევროპის ჩემპიონატის ფლეიოფის ნახევარფინალში საკუთარ მოედანზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ვილი სანიოლის გუნდი მე-19 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ დააწინაურა, რომელმაც თავისივე მოპოვებული პენალტით შეძლო ანგარიშის გახსნა. საქართველო საგრძნობ უპირატესობას ფლობდა და არაერთხელ მიეცა გატანის შანსი, თუმცა აშკარა საგოლე მომენტების ნაკლებობა  იყო. სხვათა შორის, ტაიმის მიწურულს მასპინძლებს გათანაბრება შეეძლოთ და რომ არა ზედიზედ ორჯერ გიორგი ლორიას მოგერიებული ბურთები.

მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე 48-ე წუთზე  გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრების მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა და ანგარიში 0-2 გახადა.

მიუხედავად იმისა რომ საქართველოს ნაკრები დიდ სათამაშო უპირატესობას ფლობდა , გიბრალტარი სტანდარტებიდან სახიფათო ეპიზოდებს ქმნიდა.

75-ე წუთზე ჯარიმიდან ჩაწოდებული ბურთის შემდეგ ანესელიმ გაიტანა და ანგარიში 1-2 გახადა.
ბოლო წუთები დაძაბული გაიმოვიდა თუმცა საქართელომ ანგარიშის შენარჩუნება შეძლო.


  1. საქართველო - 16 ქულა;
  2. ბულგარეთი - 9 ქულა;
  3. ჩრდილოეთ მაკედონია - 7 ქულა;
  4. გიბრალტარი - 1 ქულა.

საქართველოს ნაკრების მეტოქე ევროპის ჩემპიონატის ფლეიოფში ხვალ გაირკვევა, როდესაც საბერძნეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებების მატჩი დასრულდება. თუ ბერძნები ამ შეხვედრას არ წააგებენ საქართველოს ნაკრებს თბილისში ყაზახეთი ესტუმრება, ხოლო თუ ხვალ საბერძნეთი დამარცხდება საქართველოს დედაქალაქს სწორედ ბერძნები ეწვევიან.

ერთა ლიგის ამ გათამაშებაში საქართველოს ნაკრებმა 16 ბურთი გაიტანა და მხოლოდ 3 გაუშვა, რითაც ისტორიული შედეგი დააფიქსირა. მომდევნო სეზონიდან საქართველო უკვე ერთა ლიგის გათამაშების B დივიზიონში ითამაშებს. 

ვილი სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში თემურ ქეცბაიას შედეგი გააუმჯობესა. ეროვნულ გუნდს 11 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი