მხარეებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მომავალი სახალხო დამცველი დამოუკიდებელი ფიგურა იყოს - პაველ ჰერჩინსკი

26 სექტემბერი 2022, 13:40 466 ნახვა

საქართველოში დაინტერესებულმა მხარეებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მომავალი სახალხო დამცველი დამოუკიდებელი ფიგურა იყოს, - ამის შესახებ ევროკავშირის ახალმა ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისივე განმარტებით, სახალხო დამცველის არჩევის წესი ევროკავშირის 12 რეკომენდაციის ერთ-ერთი ნაწილია.

"დიახ, ეს არის 12 რეკომენდაციის ნაწილი და ვიცი, რომ პროცესი მიმდინარეობს და იმის უზრუნველყოფა, რომ მომავალი სახალხო დამცველი დამოუკიდებელი ფიგურა იყოს, ქართველი დაინტერესებული მხარეების ხელშია“, - განაცხადა ელჩმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი